среда, 23 октября 2013 г.

ინტელის ზოგადი კურსი_პროექტებით სწავლება

    პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მარალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პრფოცესში მოსწავლეთა ჩართულობა. პროექტებზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწვლისაგან აქტიურ კვლევესა და სწავლის რეალური შედეგების ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობებით. სწავლების ეს ფორმა მოიცავს მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებს მოსწავლეთა პროექტში აქტიურად ჩართვისათვის, მიუხედავად მისი სწავლის  სტილისა. ასევე გამოიყენება შეფასების მრავალგვარი ფორმები, რათა მოსწავლებმა მაღალი ხარისხის ნამუშევრები წერმოადგინონ.
  ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
  ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე. 
მთავარი კითხვა:
  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
    საკვანძო კითხვები:
    • როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
    • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?

    ამოცანები:
    • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
    • პროექტის პორტფოლის შექმნა;
    • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
    • პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად;
    • ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორცილება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.

    ტრენინგის შესახებ:

    მეთოდები: კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა. 

    სამიზნე ჯგუფი: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწვლებლები, რომლებმაც  გაიარეს ტრენინგ-კურსი 1:1 ელექტრონული სწავლების დანრეგვა, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლები. 

    კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი(სულ 36 საათი)

    • I მოდული - პროექტებით სწავლება;
    • II მოდული - სასწავლო პროექტის დაგეგმვა;
    • III მოდული - კავშირები;
    • IV მოდული - სასწვალო ნიმუშების შექმნა;
    • V მოდული - მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
    • VI მოდული - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის;
    • VII მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით;
    • VIII მოდული - სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი: 
    ქმნის პერსონალურ სასწავლო პროექტის ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: პროექტის გეგმას, მოსწავლის ნიმუშებს, სასწავლო პროექტის გზამკვლებებს, შეფასებებს და ა.შ.

    სერთიფიცირების პირობები: მინიმუმ 7 ტრენინგ-დღეზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული პროექტის პორტფოლიო.